05 აგვისტო

 ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. N 78 ა-ში,  ახლად აშენებულ ხუთსართულიან კორპუსში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, ბინებით კიდევ 40 ოჯახი დაკმაყოფილდა. საცხოვრებელი ფართების მფლობელებს ახალმოსახლეობა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 „ბედნიერებაა გქონდეს საკუთარი ჭერი, ადგილი, სადაც ყველას გველოდებიან საყვარელი ოჯახის წევრები, ახლობლები. ის, რომ დღეს, თქვენთან ერთად, ამ დიდი სიხარულის მოზიარეები ვართ, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც მსგავსი პროგრამების განხორციელებით, ზრუნავს ჩვენი  რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დღეს, 40 ოჯახთან ერთად ჩვენც ვზეიმოთ და გვჯერა, ახალი ბინები კიდევ უფრო დიდ სიხარულს მოუტანს თითოეულ თქვენგანს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება“, -

 პროგრამის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, საერთო ჯამში  შერჩეულ 80 ოჯახს ბინები ორ ეტაპად გადაეცათ.

 ტიტე აროშიძის განცხადებით,  ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით, კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა სრულდება, რომელიც 100 ოჯახზეა გათვალისწინებული.  

განცხადებები

დღის წესრიგი