აჭარის დელეგაციის ვიზიტი ზალცბურგში გრძელდება. ევროპის მე-18 სამიტის ფარგლებში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და დელეგაციის წევრები ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის თავმჯდომარეს - ფრანც შაუსბერგერს და ზალცბურგის პარლამენტის (ლანდტაგის) ვიცე-პრეზიდენტს სებასტან ჰუბერს შეხვდნენ.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეგიონთა ურთიერთობების გაღრმავება-განვითარების საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.