26 ოქტომბერი

 საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც აჭარის უმაღლეს საბჭოს ირაკლი ჭეიშვილი წარმოადგენს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

  სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაცია, კონგრესის ახალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობდა. კენჭისყრის შედეგად, ამ თანამდებობაზე,  მატეო მორი (საფრანგეთი) აირჩიეს, რომელიც 2014-2020 წლებში ევროპული რეგიონების ასამბლეის (AER) გენერალური მდივანი იყო. კონგრესის გენერალური მდივნის პოზიციაზე მისი კონკურენტი კანდიდატი ანტონელა ვალმორბიდა (იტალია) იყო.

 კენჭისყრის შემდეგ დელეგატებმა ევროპის საბჭოს სამომავალო გეგმებზე, კონგრესის როლსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე იმსჯელეს.