09 დეკემბერი

  მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გოროდოკი-ახალშენი-ზედა წინსვლის 3,1- კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 „ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული ასფალტბეტონის გზა, რომლის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ხელვაჩაურის 3 ადმინისტრაციულ ერთეულს დააკავშირებს. განახლებული გზით 400-მდე ოჯახი ისარგებლებს“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.