09 დეკემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე სპორტული ფედერაციებისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

  როგორც აღინიშნა, ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სპორტის მიმართულებით დაახლოებით 9 მილიონი ლარია განსაზღვრული. ამასთან, სპორტული და სპორტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, მომავალ წელს, 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

  შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები - ჯაბა ფუტკარაძე, მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა სპორტული ინფრასტრუქტურისა და მასობრივი სპორტის განვითარების საკითხებზე.