12 დეკემბერი

  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, ბიზნესის და მართვის სკოლის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

  ფორუმზე, რომლის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაესწრო, 20-ზე მეტმა ქართულმა და საერთაშორისო კომპანიამ,  სტუდენტებს მიმდინარე ვაკანსიები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები გააცნო.

  ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო ვაკანსიაზე პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და წარედგინათ საკუთარი თავი.