14 დეკემბერი

 საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  განიხილეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ცვლილების შეტანის შესახებ.

 საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ ინცირებული კანონის პროექტის მიხედვით  ორგანული კანონის -„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლს ემატება 21  პუნქტი, რომლითაც მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

 კომიტეტმა საკითხი ცნობად მიიღო.