16 დეკემბერი

 აჭარის უმაღლეს საბჭოს, მორიგი ექსკურსიით, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინელი მოსწავლეები სტუმრობდნენ.

 ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ორაგნოს ფუნქციები, საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები, კანონშემოქმედებითი პროცესი -  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ გააცნო.

 უკრაინელმა მოსწვალეებმა დაათვალიერეს - ჩართულობის ცენტრი, ბიუროს სხდომათა ოთახი, პლენარულ სხდომათა დარბაზი, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელმა ცირა ხაჯიშვილმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიის, ჩართულობის ცენტრისა და ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge-ს სერვისების შესახებ.

 შეხვედრის ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.