01 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის საშუალებით მორიგი ექსკურსია ჩაინიშნა.
 საკანონმდებლო ორგანოს, ამჯერად, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავლის თაობის“ წევრები სტუმრობდნენ.
 ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - დავით ბაციკაძემ და მარინე გვიანიძემ საკანონმდებლო საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს, უპასუხეს მათთვის საინტერესო კითხვებს.