22 დეკემბერი

 უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის  საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  - ,,დაცული ტერიტორიების (ქობულეთი, კინტრიში, მტირალა, მაჭახელა) მიმდებარე დასახლებებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა-განხილვისა და მათი შემდგომი მოგვარების მიზნით ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობის“ და ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის არსებული მდგომარეობის შესახებ“ კომიტეტის თემატურ მოკვლევებზე განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე იმსჯელეს.

 საკითხი სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ  ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მოკვლევების ფარგლებში დამტკიცებული კითხვარი, რომელიც მოსაზრებების წარმოსადგენად აჭარის მუნიციპალიტეტებს, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, სხვა უწყებებს გადაეგზავნა, გარკვეული მიზეზების გამო, განსაზღვრულ ვადებში არ იქნა მოწოდებული,  ამიტომ მიზანშეწონილია განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელება.

 კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი თემატურ მოკვლევებზე ვადის გაგრძელებას.

 დღესვე, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები.