საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

14 მარტი

  კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“, შენიშვნების გათვალისწინებით, მომზადებულია პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

  კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე

  განიხილეს ამავე კომიტეტის საქმიანობის ანგარიში (01.09.2021- 31.12.2022წწ). კანონმდებლებმა ორივე საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული სამივე საკითხი, სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

პრეს-რელიზი