14 მარტი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. საკითხი ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებასა და სიახლეებზე, რომლებიც ასახულია აღნიშნულ დოკუმენტში.

  სხდომაზე, ასევე მოისმინეს და მხარი დაუჭირეს, კომიტეტის მიერ, 2022 წლის საგაზაფხულო სესიიდან 2023 წლის საგაზაფხულო სესიებს შორის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გატანას. მანამდე, საკითხი, როგორც დავით ბაციკაძემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

 

განცხადებები