07 აპრილი

  „გენდერული თანასწორობის მიმართულებით, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ყველა წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, ხელისუფლების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა საკანონდებლო ორგანოში, გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

 გენდერული პოლიტიკასთან მიმართებით, ადგილობრივი მმართველობისა და სოციალური ორგანიზაციების ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ, ღონისძიებაზე პოლონელმა ექსპერტმა, ბათუმის საპატიო მოქალაქემ - კაროლ ფშივარამ ისაუბრა.

 შეხვედრას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.