20 აპრილი

       აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-6 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

      ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი და პეტიცია - „პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ“  (ავტორი: ინგა გეგეშიძე). განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

       ბიურომ განსაზღვრა 2023 წლის 20 აპრილის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი, ასევე პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების თანმიმდევრობა.

    დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დავით გაბაიძემ და მარინე გვიანიძემ წარმოადგინეს.