21 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭვანაში რამაზან ბაირამის ლოცვას დაესწრნენ, მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცეს, მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვეს.

  მუსლიმანური სამყაროს გამორჩეული დღესასწაული მორწმუნეებს ბათუმის ორთაჯამეში მიულოცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ. საკანონმდებლო ორგანოს წევრი მეჩეთში რეგიონის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

 რამაზან ბაირამი, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს.

 

განცხადებები

დღის წესრიგი