26 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, აჭარის მთავრობისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით, ზემო აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატების მონაწილეობით, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

  აქციის ფარგლებში, ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში, უფასო სამედიცინო მომსახურებით 100-ზე მეტმა  პაციენტმა ისარგებლა.

  ადგილობრივებს, სამედიცინო კონსულტაციები, ევექსის კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს.