28 აპრილი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის - ,,ალტერბრიჯის” დამფუძნებელსა და რექტორს, ნათია გოცაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოსა და სასწავლო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

  „ალტერბრიჯი“ 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრ ,,PR აკადემიის” მიერ. მისი 7-წლიანი წარმატებული ისტორია უკავშირდება ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ორგანიზაციული კვლევების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კორპორაციული/ ინდივიდუალური ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას.