17 მაისი

   „ძლიერი ეკონომიკა და ქვეყანა დგას ძლიერ ადამიანურ კაპიტალზე, რომლის მთავარი ფუნდამენტი განათლების სისტემა და ძლიერი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში ძველი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეცვლა და ახლის მშენებლობა შეუქცევად პროცესად იქცა,“- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ  ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე.

  ახალი სასწავლო დაწესებულების საძირკველში სიმბოლური კაფსულა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ჩაუშვეს.

  1000 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ახალ სკოლაში  ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები განთავსდება. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.