30 მაისი

 უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

 კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს -  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტის, მე-3 მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბიუროს წარედგინება უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“.

 ორივე საკითხი სხდომაზე  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.