06 ივნისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ (მესამე მოსმენა) და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. 

  ცვლილება შევიდა საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ განრიგში -  აღნიშნულ ფორმატში, კანონმდებლები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ნინო ნიჟარაძეს, 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

  საკითხები ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინეს.