22 თებერვალი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, დავით ბაციკაძე, ილია ვერძაძე და მარინე გვიანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ლიეტუვას სახელმწიფოს აღდგენის დღისა და საქართველო-ლიეტუვის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრნენ.

       საზეიმო საღამოზე  ხაზგასმით აღინიშნა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საერთო  მიზნებსა და მისწრაფებებზე. ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ანდრიუს კალინდრამ და საპატიო კონსულმა - თემურ უსტიაშვილმა თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

     ლიეტუველ ხალხს, ეროვნული დღესასწაული მიულოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა და ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა.

    ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა. შესრულდა ორი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.