24 თებერვალი

        აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ფორუმს - ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება - მიღწევები და გამოწვევები", დაესწრნენ.

    ღონისძიება სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, უმაღლესი განათლების საკითხებსა და მუნიციპალურ პროგრამებს მიეძღვნა.

     ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი - თამარ ჟღენტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მიესალმნენ.

    ფორუმზე, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები,, შშმ პირთა მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ბათუმის უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის, ,,ბლექსი-ს” სპეციალისტებმა თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.