25 თებერვალი

     აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ავღანეთის ომების მონაწილეებთან ერთად, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და  გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

     ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

     საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.