19 მარტი

   2024 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საკითხი, კანონმდებლებს, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ გააცნო. 

   სამოქმედო გეგმა, სხდომაზე გამოთქმული ორი კომპონენტის გათვალისწინებით დამტკიცდა.

   კენჭისყრის შემდეგ, მომხსენებელმა  კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

   სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი.

   სხდომაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც  დასწრება ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ს მეშვეობით დაჯავშნეს.

განცხადებები

დღის წესრიგი