04 აპრილი

ინტელექტუალური კონკურსი ბლოგის/სტატიის მოსამზადებლად თემაზე:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკური მიმოხილვა“

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აცხადებს ახალგაზრდულ ინტელექტუალურ კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ სტატუსთან დაკავშირებით.

კონკურსის მიზანია: აჭარის კონსტიტუციური მანდატის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და რეგიონის უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდა. 

კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, მოიკვლიონ ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია, მისი შექმნის წინაპირობები, კონსტიტუციური ჩარჩო და პოლიტიკური მნიშვნელობა. 

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 39 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს.

 

იდეები მიიღება - 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: ogp@sca.ge.

 

საკონკურსო პირობები: 

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ბლოგ-პოსტის ან მოკლე სტატიის ფორმატის ნაშრომი;
  2. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იძლეოდეს აჭარის რეგიონის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ისტორიულ მიმოხილვასა და მისი პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას; 
  3. ერთ მონაწილეს/მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის გამოგზავნა;
  4. ერთ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს ორი ავტორი;
  5. წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

5.1. იყოს ენობრივად გამართული და საინტერესოდ ჩამოყალიბებული

5.2. არ აღემატებოდეს 1200 სიტყვას

5.3. შესრულებული იყოს ქართული შრიფტით (utf-8 ფორმატით) - ფონტი calibri ან sylfaen. ნაშრომის ფონტის ზომასა და ხაზებს შორის დაშორებას მნიშვნელობა არ აქვს

5.4. ნაშრომში მოყვანილ ფაქტებსა და მსჯელობას უნდა ჰქონდეს მითითებული წყაროები (ბმულების ან ლიტერატურის შემთხვევაში - ავტორის, ნაშრომის დასახელების და გამოქვეყნების თარიღის მითითებით) სქოლიოს სახით.

5.5. დაუშვებელია ნაშრომში პლაგიატი ან აკადემიური ეთიკის წესების დარღვევა. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

 

კონკურსის ჯილდო - კონკურსის გამარჯვებული მიიღებს:

  • ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუტები საქართველოში“ - დაწესებულ ჯილდოს - ლიტერატურის/საკანცელარიო ნივთების მაღაზიის 200 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს
  • უმაღლესი საბჭოს თუ სხვა პარტნიორებისგან დაწესებულ სხვა ფასიან საჩუქრებს.

 

* ჯილდო გადაეცემა ნაშრომის ავტორს/ავტორებს ჯამში, ერთი ვაუჩერის სახით.

 

ნაშრომის შერჩევის პროცესი: 

- განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ, მიღებული ნაშრომების პირველად გადარჩევას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.

- დეპარტამენტის მიერ შერჩეული არაუმეტეს 3 ნაშრომიდან გამარჯვებულს გამოავლენს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭო.

- გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე - sca.ge.

- გამარჯვებული ნაშრომის ავტორი/ავტორები მიწვეულნი იქნებიან რეგიონული პარლამენტების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2024 წლის მაისის ბოლოს.

  

საკონკურსო ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: ogp@sca.ge წერილის  სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ - სტატიების კონკურსი. ნაშრომის გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).

  

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: ogp@sca.ge