05 აპრილი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული რეგლამენტის პროექტი განიხილეს  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

    მომხსენებლის - დავით გაბაიძის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი ცალკეული ნორმების დახვეწას, საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან და პარლამენტის რეგლამენტთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

    ამავე პროექტის თანახმად, დაწესდება ახალი ჯილდოები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს მათი ნამსახურობის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების პატივისცემის აღსანიშნავად.

    სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.