19 სექტემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე - რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ, გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში -"კონკურსები და ოლიმპიადები", ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე მონაწილეობს. საგნობრივი ოლიმპიადა ექვსს საგანში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ტარდება. ასევე, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის იმართება სახვითი ხელოვნების კონკურსი, ლიტერატურული მარათონი, სპორტული შეჯიბრი და სხვა.

პროგრამის მიზანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და სწავლისადმი ინტერესის გაძლიერება.

განცხადებები

დღის წესრიგი