აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ადნან ალთაი ალთინორს უმასპინძლა.
მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დავით გაბაიძემ ადნან ალთაი ალთინორს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თურქმა დიპლომატმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და გამოთქვა მზაობა, თავისი წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში.
ადნან ალთაი ალთინორმა, აღნიშნულ პოზიციაზე, რიზა ქაღან ილმაზი შეცვალა.