30 დეკემბერი

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, აჭარის მთავრობის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის  უმაღლეს საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა დასამტკიცებლად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენილია - თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად  - მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად - ჯაბა ფუტკარაძე,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - ნინო ნიჟარაძე.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად კომიტეტებსა და ფრაქციას გადაეცა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი