აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის დელეგაცია, ვიცე-მარშალის - ნატალია გოლაბის ხელმძღვანელობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან - ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, ომარ ტაკიძეს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს სპორტული ცენტრი, შშმ პირთა დღის ცენტრი, ჩანჩხალოს ტურისტული ლოკაცია და ნიგაზეულში სელიმ ხიმშიაშვილის ციხე-მუზეუმი. გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორს.
შუახევში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე.