საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19 აგვისტო

 აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

 საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ- მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ბიუროს წევრებს, ნოდარ მელაძის, ირაკლი გვარჯალაძის, მარიამ გუგუნავას კანდიდატურები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. - დავით გაბაიძის განცხადებით, კონკურსში მონაწილე ხუთი კანდიდატიდან საკონკურსო კომისიამ სამი შეარჩია, სამივე უსკო-ს მოქმედი წევრია.

 ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა. განისაზღვრა განხილვის ვადა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი