საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20 აგვისტო

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიანტები დააჯილდოვა. 

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „მოსწავლეთა სტიპენდიის“ პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა. მისი მიზანი სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა ფინანსური წახალისება და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებაა. მეცნიერის სახელობის სტიპენდია ამჯერად 58 მოსწავლეს გადაეცა.

  სტიპენდიანტებს წარმატება მიულოცეს და სპეციალური ჯილდოები გადასცეს ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის უმაღლესი საბჭოში - მინდია დიასამიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა - ზაზა დიასამიძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ალექსანდრე მსხალაძის ოჯახის წევრებმა და პედაგოგებმა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი