საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17 სექტემბერი

  „ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა ამ ორი სექტორის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

  ახალი კომპლექსის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, სულხან თამაზაშვილი,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

  ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა -  მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა და “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა  - ირაკლი კვერღელიძემ. როგორც აღინიშნა, საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს ობიექტს, რომელიც მომავალში ბათუმის ახალი სავიზიტო ბარათი იქნება.

  პროექტში, რომელიც სანაპირო ზოლში ორი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მშენებლობის ეტაპზე - 1 500, ხოლო სასტუმრო-კომპლექსის ამოქმედების შემდეგ - 2 000 ადამიანი დასაქმდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი