საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან - დავით გაბაიძესთან და სულხან თამაზაშვილთან ერთად, ქობულეთში, "ჩელე არენას" რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
პირველი ეტაპზე შეიცვალა მინდვრის საფარი, ორ მცირე სტადიონზე დამონტაჟდა განათებები, ნაწილობრივ განახლდა ადმინისტრაციული შენობა და ტრიბუნები.
ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებების მონტაჟსა და ტრიბუნების მოწყობას ითვალისწინებს, წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.