საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19 სექტემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციას -„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“ და სამეცნიერო ფესტივალს დაესწრო.

  ბსუ-ს ორგანიზებით გამართული ღონისძიების მიზანია: მეცნიერების პოპულარიზაცია, ინოვაციური მიდგომების წახალისება, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით.

  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით გამართული სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერების სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და მოქმედი მეცნიერები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი