საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19 სექტემბერი

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის  შესრულების ანგარიში განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარდგა.

  მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 344 951 200 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 105,4%-ით შესრულდა. შემოსულობების ორი კვარტლის გეგმა  - 396 294 900 ლარით  იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ - 349 134 900 ლარი შეადგინა.

   როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების  98,0%,  გადასახადებზე მოდის, რაც საშემოსავლო გადასახადს მოიცავს - საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, გეგმა 107,4%-ითაა შესრულებული.

   ძირითადი საბიუჯეტო და მხარჯავი დაწესებულებების შესრულების პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები.

   კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი