ბათუმში, “პროექტი ჩემს გაკვეთილზე" გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს დამსახურებული ჯილდოები მიულოცეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს პროგრამას -"პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის გამარჯვებულები კონკურსით შეირჩევიან. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად.
კონკურსში გამარჯვებული 100 მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში 500 ლარის ოდენობით სახელფასო დანამატს მიიღებს. გარდა ამისა, გამარჯვებულებს პროექტის წარმატებით განხორციელებისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით გადაეცემათ 1000 ლარი.