ბათუმმა სპორტული თემატიკის ფორუმს - „სპორტული წარმატების სტრატეგია“ უმასპინძლა. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ფორუმი პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა და მასში 300 დელეგატი, მათ შორის, მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდნენ.
ქართული და მსოფლიო სპორტის სიახლეებსა და გამოწვევებზე მოხსენებები წარმოადგინეს წარმატებულმა მწვრთნელებმა, მსაჯებმა, მენეჯერებმა, ფსიქოლოგებმა და სპორტული მედიცინის წარმოამდგენლებმა. პანელურ დისკუსიებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეობდნენ უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი სპორტსმენები.
ფორუმის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილო, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ ბერიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. როგორც აღინიშნა, ამ ტიპის გაფართოებული შეხვედრა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებსა და სპორტში დასაქმებულ პირთა შორის, რეგიონში უპრეცედენტოა.