საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

26 სექტემბერი

  ბათუმი  ,,ჯეოანესთეზია 2025" მე-8 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მინისტრი - ნინო ნიჟარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

  კონფერენციაში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან, ტოქსიკოლოგებთან და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობენ: საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, მედიცინის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები, სპიკერები საქართველოდან, აშშ–დან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და  სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოპები მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტზე და ულტრაბგერით გამოყენებაზე კრიტიკულ მედიცინასა და ანესთეზიაში.

 კონფერენციის ფარგლებში ქართულენოვანი სახელმძღვანელოს – „ნეიროქირურგია“ – პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან პროფესორები მირზა ხინიკაძე, ვლადიმერ წიქარიშვილი და შოთა ინგოროყვა, ასევე ავტორთა ჯგუფი. 600-გვერდიანი გამოცემა დამტკიცებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. იგი განკუთვნილია ახალგაზრდა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის.  „ჯეოანესთეზია 2025-ის“ პროგრამა და აბსტრაქტები გამოიცემა კრებულის სახით.

  კონფერენცია, რომელიც აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, ბათუმში ორ დღეს გაგრძელდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი