ბათუმში წარმატებული და ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვეს. პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოები მიულოცეს: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის და არაერთი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა, 10 ღვაწლმოსილი და 40 წარმატებული პედაგოგი დაჯილდოვდა. შეკრებილებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა - არჩილ ბერიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - გიორგი ცინცაძემ. ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედების წარმოდგენით დასრულდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს და10 ოქტომბერს დასრულდება.