აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენრულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების - ნადიმ ვარშანიძისა და ილია ვერძაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.
დადგენილებების პროექტები საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა სირაბიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან (უსკო) საკანონმდებლო ორგანოში შემოვიდა უსკო-ს თავმჯდომარის განკარგულებები და სათანადო დოკუმენტაცია გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს გამოკლებულ წევრებს - ვახტანგ ბერიძესა და მამუკა თურმანიძეს, მათ უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ საკანონმდებლო ორგანოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო. კერძოდ, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ვახტან ბერიძე ხულოს, ხოლო მამუკა თურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს.
კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ნადიმ ვარშანიძისა და ილია ვერძაძისთვის უფლებამოსილების ცნობას და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.