აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-14 საერთაშორისო გამოფენა - „Batumi Build - 2025-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.
კომპანია „GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ გამოფენაში, რომელსაც სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ მასპინძლობს, რამდენიმე ათეული ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს. წარმოდგენილია პროდუქციის ფართო სპექტრი - ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, დანადგარები, აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და ილია ვერძაძე, აპარატის თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.
„Batumi Build - 2025“ 7 დეკემბერს დაიხურება.