საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08 დეკემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად, საქარველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

  დავით გაბაიძის განცხადებით, დადგენილების შესაბამისი პროექტი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ , ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.

  ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი