საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20 დეკემბერი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

      შეკრებილებს მიესალმნენ: საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - ვახტანგ ბააკაშვილი, რომლებმაც ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

       მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, შეკრებილებს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა - დათა კობალაძემ გააცნო. მისი განცხადებით, ცენტრი ხელს უწყობს აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობას, კარიერულ განვითარებას, მოხალისეობრივი კულტურის ჩამოყალიბებას, თავისუფალი დროის სწორად მართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

     შემაჯამებელი წარდგინების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ 2026 წლის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს, გაიზიარეს სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში ბენეფიციართა გამოცდილება.

განცხადებები

პრეს-რელიზი