აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას - „წლის შემოქმედებითი პერსონა“ დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, რომლის მიზანი კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამება, შემოქმედებითი პროცესების წახალისება და ხელოვანთა მხარდაჭერა იყო, მიმდინარე წელს ჩვენს რეგიონში განხორციელებულ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებზე კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა. მინისტრმა, მოწვეულ სტუმრებს, ასევე გააცნო უწყების მიღწევები და სამომავლო გეგმები.
საღამოზე, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებმა, 2025 წლის საქმიანობისა და მიღწევების ანგარიშები სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლებით წარმოადგინეს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე - „წლის შემოქმედებითი პერსონა“ - დაჯილდოვდნენ წლის განმავლობაში შემოქმედებით პროცესებში გამორჩეული ხელოვანები.