26 დეკემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ სამი სინჯის მედლები გადასცეს საუკეთესო ღვინოების ავტორებს თერთმეტი ნომინაციის მიხედვით.

   გამარჯვებულებთა შორისაა უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროტოკოლის დეპარტამენტის სპეციალისტი (ქსელის ადმინისტრატორი) გიორგი დიასამიძე, მან ნომინაციაში „აღამოსავლეთის წითელი ღვინო” პირველი ადგილი - ოქროს მედალი დაიმსახურა.

   წინასაახალწლო დღეებში ღვინის ფესტივალი ბათუმში, ევროპის მოედანზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვიცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

  27 დეკემებრს, აქვე  გაიმართება ყველის ფესტივალი, სადაც  საუკეთესო ყველის სამი სახეობა გამოვლინდება.

  წარმოდგენილი იქნება ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქცია, რომელსაც გამოცდილი სომელიეები და დეგუსტატორები შეაფასებენ.