გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №11
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის შესახებ
10 ნოემბერი, 2025 წელი
12:00 სთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა
განსახილველ საკითხთა ნუსხა
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ვახტანგ ბერიძის ადგილმონაცვლის ნადიმ ვარშანიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის მამუკა თურმანიძის ადგილმონაცვლის ილია ვერძაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.